ანაზღაურებადი სტაჟირება იმპორტის დეპარტამენტში

აღწერა

კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იმპორტის დეპარტამენტში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00 საათამდე. ** ანაზღაურება: 1000 ლარი ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N 2ა. (ისთ ფოინთის მიმდებარედ) ძირითადი მოვალეობები: ** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ** ტრანსპორტიორი კომპანიების მოძიება/არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება: ტარიფების შეთანხმება; ** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლში ჩართულობა; ** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას კომპანია "რეფიქსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - სტაჟირება/იმპორტის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრომოუტერი - სწავლება-სტაჟირება
ბორან ლაითი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
იდეალი
თბილისი 4000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


რეფიქსი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო