ტექნიკური სამსახურის სუპერვაიზერი

აღწერა

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის სუპერვაიზერის პოზიციაზე, სწავლება-სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44 სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 08:30 - 17:30 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ტექნიკური განათლება ** ტექნიკური მიმართულებით გამოცდილება (სასურველია) ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint) ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ძირითადი მოვალეობები: ** პრობლემურ პროდუქციაზე ტესტ-რეპორტის შედგენა ** ახალი პროდუქციის შედარება ბოლოს მიღებულ, უკვე არსებულ პროდუქციასთან ** ნიმუშებად ჩამოსული პროდუქციის შესწავლა და ტესტ-რეპორტის მომზადება ** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება. (აუცილებლობის შემთხვევაში) ანაზღაურება: 1500 ლარი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ტექნიკური ასისტენტი
იფქლი
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

სააღრიცხვო სპეციალისტი
AMTS
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ბორან ლაითი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო