სწავლება - სტაჟირება/პრომოუტერი

აღწერა

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სრულყოფილი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. ამჟამად კომპანია აცხადებს სწავლება - სტაჟირებას პრომოუტერის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა; ** პროდუქციის სათანადოდ წარმოჩენისათვის ზრუნვა; ** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციის ხელშეწყობა. მოთხოვნები: ** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** ენერგიული ** შრომისმოყვარე საშუალო ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბორან ლაითი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
5 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო