ანაზღაურებადი სტაჟირება სამოქალაქო ინჟინერიაში

აღწერა

სამოქალაქო ინჟინერიის პროფესიული განვითარების პროგრამა თუ გაინტერესებს გამოწვევები მიმართულებებით: #მდგრადიტრანსპორტი, #მობილობა, #ურბანისტიკა, #სამოქალაქოინჟინერია, #ეკოლოგიურიგარემო, საკონსულტაციო კომპანია "STS" ეძებს გუნდის ახალ წევრებს ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის სამოქალაქო ინჟინერიაში. პროგრამა მოიცავს კანდიდატის სწავლება-განვითარებაზე და კომპანიის გამოცდილების გაზიარებაზე ზრუნვას 3-თვიანი სტაჟირების პერიოდში, სტაჟირების დასრულების შემდეგ კი შერჩეული კანდიდატების დასაქმების პერსპექტივას. მოვალეობები: კომპანიის დღის წესრიგში მონაწილეობის მიღება და გუნდთან ერთად ყოველდღიური სატრანსპორტო საკითხების გადაჭრა. განვითარების შესაძლებლობა შემდეგი მიმართულებებით: ** საგზაო მოძრაობის ორგანიზების ინდივიდუალური სქემების მომზადება ** ქუჩის დიზაინი/სრული პროექტირება ** მიკრო და მაკრო სიმულაციური მოდელების შექმნა (PTV Vissim, PTV Visum) ** მოდელირების ანგარიშის/პრეზენტაციის დაწერა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან არქიტექტურის განხრით ** უპირატესობად ჩაითვლება საბაზისო ცოდნა პროგრამების: MS Office, AutoCad, Archicad ან/და GIS ანაზღაურება: 3-თვიანი სტაჟირების პერიოდში ხელზე ასაღები 500 ლარი თუ ამ განცხადებამ აღძრა გულითადი ინტერესი და სურვილი გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისთვის, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე [email protected]. ასევე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. მდებარეობა: ანა პოლიტკოვსკაიას 3, თბილისი ვებ. გვერდი: https://sts.com.ge/

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


STS

ანაზღაურება


3₾ -500₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო