ქოლცენტრის ოპერატორი

აღწერა

"Avia.ge"  აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. "Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს. თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები! ფუნქცია-მოვალეობები: ** ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა; ** სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება; ** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით; ** პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება; ** არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით. კომპეტენციები და უნარები: ** წერითი და ვერბალური კომუნიკაცია; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პასუხისმგებლობის აღების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** პუნქტუალურობა. სამუშაო განაკვეთი: ** ორშაბათი-პარასკევი: 18:00-22:00 (კვირაში ორი დღე დასვენება); ** შაბათი: 14:00-18:00; ** კვირა: 10:00-18:00. ანაზღაურება: დარიცხული (1000 ლარი) + მაღალი საბონუსე სისტემა (800-2000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით) შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლების ეტაპს, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე. გამოსაცდელ პერიოდში გაიცემა ფიქსირებული ანაზღაურების ნახევარი. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://go.avia.ge/vacancy ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლცენტრის ოპერატორი". კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ავიაბილეთების ოპერატორი
Avia.ge
თბილისი 1250₾ დედლაინი: 6 დღეში

ფილიალის მენეჯერი
Avia.ge
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

სოციალური მედიის მენეჯერი
Avia.ge
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

Full Stack დეველოპერი
Avia.ge
თბილისი დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


Avia.ge

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო