ფილიალის მენეჯერი

აღწერა

"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. Avia.ge არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს. თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები! ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალის პერსონალის მართვა, სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება, შესრულებული სამუშაოს შეფასება; ** ორგანიზაციაში მოქმედი კლიენტთა მომსახურების სტანდარტის მიხედვით, ფილიალში კლიენტთა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და აღნიშნული პროცესის პერიოდული შეფასება/მონიტორინგი; ** მენეჯმენტის მიერ ფილიალისათვის განსაზღვრული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა; ** ფილიალის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა; არსებული პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების დასახვა, კომპანიის მენეჯმენტის დროული ინფორმირება და შესაბამისი რეაგირებების განხორციელება; ** ოფისის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის კონტროლი, ფილიალის უზრუნველყოფა საკანცელარიო და სამეურნეო მასალებით; ** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის საჭიროებებისა, მოთხოვნების განსაზღვრა და მისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის ავიაბილეთის, სასტუმროს ჯავშნის, დაზღვევის, ავტობუსის ან/და მატარებლის ბილეთის ფასის მოძიებას და შესყიდვას. ** საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის, რეგულაციის ფილიალისთვის გაცნობა და დაუყოვნებლივ სამუშაო პროცესში ასახვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია); ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით. კომპეტენციები და უნარები: ** მართვის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** კონფლიქტების არიდების უნარი; ** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. სამუშაო განაკვეთი: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი); 10:00 - 15:00 (შაბათი) ანაზღაურება: 2500-3500 (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით). მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი". კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს "ავია ჯის" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე; დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფილიალის მენეჯერი
წისქვილი ბაზარი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Avia.ge
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო