Full Stack დეველოპერი

აღწერა

"Avia.ge" აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის პოზიციაზე. Avia.ge არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს. თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები! ფუნქცია მოვალეობები: ** კომპანიაში არსებული პროგრამული პაკეტების შესწავლა და შეფასება; ** პროგრამირების პროცესის დაგეგმვა; ** გუნდთან ერთად მუშაობა როგორც პროექტირების, ასევე რეალიზების და ტესტირების ეტაპებზე; ** მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება; ** სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება WEB დეველოპმენტში (HTML, CSS, Sass, JavaScript, JQuery, Angular, PHP, PHP laravel); ** რელატიურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MSSQL); ** ვებსერვისებთან მუშაობის გამოცდილება (Rest API, JSON, XML); კომპეტენციები და უნარები: ** ბაზებთან მუშაობისა და მონაცემთა ანალიზის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** ორგანიზებულობა. სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: 5000-12000 (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით). მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, კომპანიამ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და "SUBJECT" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "Full Stack დეველოპერი". კანდიდატის მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსება და რეზიუმეს გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. ანიჭებთ შპს "ავია ჯის" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე; დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Avia.ge
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო