უფროსი გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "ბიომარკეტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის (მენტორის) პოზიციაზე! ჩვენ ვართ კომპანია "ბიომარკეტი", ქოლცენტრი, რომელიც მუშაობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია დაკავებულია სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი და შემანარჩუნებელი საშუალებების ონლაინ გაყიდვით. ვეძებთ ახალგაზრდა მოტივირებულ უფროს გაყიდვების მენეჯერს (მენტორს)! კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ** რუსული ენის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე (სასურველია); ** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აუცილებელია); ** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა (სავალდებულო); ** ეფექტური სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილი აზროვნება. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერებისთვის გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული მითითებების მიცემა; ** ახალი თანამშრომლებისათვის გასაყიდი პროდუქციის გაცნობა და გაყიდვის ტექნიკის ახსნა. ჩვენთან მუშაობით თქვენ მიიღებთ: ** პროფესიონალურ ტრენინგებს; ** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00) ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] subject_ში აუცილებლად მიუთითეთ უფროსი გაყიდვების მენეჯერი (მენტორი). გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ბიომარკეტი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო