კომპანია ბიომარკეტი აცხადებს ვაკანსიას
უფროსი გაყიდვების მენეჯერის (მენტორის) პოზიციაზე!
ჩვენ ვართ კომპანია ბიომარკეტი, ქოლცენტრი, რომელიც მუშაობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბაზარზე. ჩვენი კომპანია 7 წელზე მეტია დაკავებულია სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი და შემანარჩუნებელი საშუალებების ონლაინ გაყიდვით. ვეძებთ ახალგაზრდა მოტივირებულ უფროს გაყიდვების მენეჯერს (მენტორს)!
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკველიფიკაციო მოთხოვნებს:
- რუსული ენის ცოდნა კვალიფიციურ დონეზე (სასურველია);
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება (აუცილებელია);
- გაყიდვების ტექნიკის ცოდნა (სავალდებულო);
- ეფექტური სიტყვიერი კომუნიკაციის უნარი;
- მოქნილი აზროვნება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიაში დასაქმებული გაყიდვების მენეჯერებისთვის გაყიდვების ტექნიკასთან დაკავშირებული მითითებების მიცემა;
- ახალი თანამშრომლებისათვის გასაყიდი პროდუქსიის გაცნობა და გაყიდვის ტექნიკის ახსნა.
ჩვენთან მუშაობით თქვენ მიიღებთ:
- პროფესიონალურ ტრენინგებს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:
[email protected] subject_ში აუცილებლად მიუთითეთ უფროსი გაყიდვების მენეჯერი (მენტორი)! გისურვებთ წარმატებებს!