საწყობის მენეჯერი

აღწერა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები! დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ყოველდღიური შესასრულებელი საქმის განსაზღვრა და შესრულების ეფექტიანობის განსაზღვრა; ** მარაგების აღრიცხვა და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** სასაწყობე ნაშთებისა და პროცედურების კონტროლი; ** შეკვეთების მომზადება; ** პროდუქციის ვადების კონტროლი; ** სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა; ** შიდა დისტრიბუციის მონიტორინგი. ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: ** ტესტირება Excel-ში; ** გასაუბრება ფინანსურ დირექტორთან და ადამიანური კაპიტალის მართვის მენეჯერთან; ** გვაჩვენო შენი მენეჯერული და ლიდერული თვისებები. ჩვენ ვითხოვთ: ** უმაღლეს განათლებას; ** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნას; ** მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე; ** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; ** პუნქტუალურობას; ** გუნდის ეფექტური მართვის უნარს; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00 - 18:00 საწყისი ანაზღაურება: 1600-1900 ლარი. ჩვენ ასევე გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass - ით სარგებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას; ** პარკირების შეუფერხებლობას; ** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. რეზიუმეების მიღება განხორციელდება 30 მაისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
Blue Waters
თბილისი 1500₾-2000₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


მადარტი

ანაზღაურება


1,600₾ -1,900₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო