საწყობის მენეჯერი

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - საწყობის მენეჯერს! "Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება - 1500-2000 ლარი, დამოკიდებულია გამოცდილებაზე ** სატელეფონო ლიმიტი ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** საწვავის და ცვეთის ხარჯის ანაზღაურება სამუშაოს აღწერა: ** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება ხელსაყრელ ფასად; ** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, ახალი მომწოდებლების მოძიება, მომწოდებელთა ბაზის წარმოება; ** შეკვეთების დროული მიწოდების ვადების კონტროლი; ** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა; ** ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით; ** შეკვეთების გადაზიდვების განხორციელება და კონტროლი; ** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება; ** მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი; საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება;დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება; ** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება; ** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის; ** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი; ** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; მოთხოვნები: ** საკუთარი ავტომობილი (საწვავის და ცვეთის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია) ** შესყიდვების გამოცდილება; ** ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება; ** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება; ** საწყობის დოკუმენტბრუნვის მართვის გამოცდილება; ** ავტომატიზებულ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი; ** MS Office-ის ცოდნა, მ.შ. Excel-ის კარგი ცოდნა; სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/warehousemanager/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
3 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო