კატეგორიის მენეჯერი

აღწერა

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** პროდუქციის ფასებისა და მარაგების კონტროლი; ** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა; ** პროდუქციის ბრენდების განვითარებაში ჩართულობა; ** მერჩენდაიზინგის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება; ** ახალი მომწოდებლების მოძიება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებსა და შესყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების (ექსელის) ფლობა; კომპეტენციები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კატეგორიის მენეჯერი
MS Holding
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
თბილისი 1450₾-1800₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


გრანდ ელექტრონიქსი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო