კატეგორიის მენეჯერი

აღწერა

"MS Holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "MS Holding" - ის მმართველობაში შედის სხვადასხვა ბიზნეს ობიექტი - ჰორეკას მიმართულებით, წარმოების სფეროში და უძრავი ქონების სექტორში. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი და დისტრიბუცია. ამ ეტაპზე კომპანია 10 000 - მდე დასახელების პროდუქციის იმპორტს ახორციელებს და ემსახურება 500 - მდე სავაჭრო ობიექტს საქართველოში, მათ შორის ორგანიზებულ ქსელებს - კარფური, გუდვილი, დომინო, გორგია, ფრესკო, ნიკორა, აგროჰაბი და სხვა. კომპანია "MS holding" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ჭირნახულის 4 სამუშაო საათები: 09:30 - 18:00 საათი. შაბათ - კვირას დასვენება ანაზღაურება: ფიქსირებული ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა); ** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; ** კომპანიის დილერებთან მუდმივი მუშაობა და განვითარება გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით; ** ახალი სარეალიზაციო არხის მოძიება, სწორი პროდუქტების, ასორტიმენტების შეთავაზება კომპანიის ბიზნეს პროფილის მიხედვით. ** შეკვეთების მიღება, კორექტირება საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივის შეთავაზება, გაყიდვების ციკლის სრულად მართვა და კონტროლი ლოჯისტიკის ჩათვლით; ** ფასების პოლიტიკის მართვა, როგორც სადილერო ასევე საცალო სარეკომენდაციო; ** კვირაში ერთხელ ქსელების მონიტორინგი, სად როგორ არის წარმოდგენილი ასორტიმენტი და შესაბამისი რეპორტის მიწოდება ხელმძღვანელთან არაუგვიანეს მონიტორინგის დასრულებიდან მეორე დღეს; ** ქსელებში წარმოდგენილი პრომოუტერების გაყიდვების კონტროლი; ** მარკეტინგული აქტივობების მომზადება შესაბამის დეპარტამენტთან და მათი დაგეგმვა ქსელებთან; ** კონკურენტი სადისტრიბუციო კომპანიების კარგად ცოდნა პროდუქტ ჯგუფების და ბრენდების მიხედვით; ** შესყიდვების მენეჯერთან ერთად ჩართულობა შეკვეთებში და სავარაუდო გაყიდვების მიწოდება; ** დილერებთან მუდმივი კონტროლი, გაყიდვების და ნაშთების რეპორტების მიღება; ** სხვა შესასრულებელი საქმიანობა, რაც არ არის დადგენილი წინამდებარე სამუშაო - აღწერილობით, მაგრამ დაკავებული პოზიციიდანა და მოქმედი პრაქტიკიდან გამომდინარე ექცევა დასაქმებულის მიერ შესასრულებელ სამუშაოს სახეში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა. ** APEX -ის მაღალ დონეზე ცოდნა ** სასურველია Retail - ში მუშაობის გამოცდილება ** სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა საჭირო უნარ-ჩვევები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა; დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კატეგორიის მენეჯერი
აიმ ჯგუფი
თბილისი 1500₾ დედლაინი: 2 კვირაში

კატეგორიის მენეჯერი
დეილი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
აიმ ჯგუფი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


MS Holding
დედლაინი
2 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო