სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი

აღწერა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. ანაზღაურება - 1000 ლარი სამუშაო განრიგი: მონაცვლეობით, ერთი კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მეორე კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათს - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. ძირითადი მოვალეობები: ** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა; ** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება; ** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა; ** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** MS პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** მონაცემთა ბაზაში მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; ** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი. ** სხარტი აზროვნების უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: ** გასაუბრება; ** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ოპერატორი. შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოპერატორი
საქართველოს ფოსტა
თბილისი 700₾ დედლაინი: 10 საათის წინ

სერვის ადმინისტრატორი
საქართველოს ფოსტა
თბილისი 600₾ დედლაინი: 10 საათის წინ

კომპანია


საქართველოს ფოსტა

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
10 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო