სერვის ადმინისტრატორი

აღწერა

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში. ანაზღაურება - 600 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ: ** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება; ** პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება; ** საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა. ** მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას; ** მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება; ** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; ** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ** MS პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გამართულად მეტყველება; ** გუნდური მუშაობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: ** ინდივიდუალური გასაუბრება; ** მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი - ქუთაისი. შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


საქართველოს ფოსტა

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
7 საათის წინ
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო