ინფრასტრუქტურული პროექტები ხიბულაში


ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროცესს და ტაძრის მშენებლობას პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია გაეცნო. მან პროექტების ეროვნულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაოების დაფინანსებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
შეგახსნებეთ, ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის მარტში იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებასაც დაპირდა. ბაღის მშენებლობა „ქართუმ“ უკვე დაასრულა, სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად მიმდინარეობს, იქვე მოეწყობა დასასვენებელი პარკი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან