პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

06/12/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„თუ სამართლიანად განიხილება ეს საკითხი, ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის, მთავარია, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ისეთივე უსამართლო არ იყოს, როგორიც რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო“
▪„ბატონი დიტო ხუნდაძის განცხადება იყო რეაქცია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ვიხილეთ“
▪„როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ყველა დააფასებს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და განადგურებისთვის არ გავწირეთ“
▪„ჩვენ იმაზე მეტად ვუფრთხილდებით ვიღაცებს და რაღაცებს, ვიდრე, მათ შორის, ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი“
▪„ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა და არაფერს შეუშინდა, ახლა თუ ვიღაცას მისი სანქციებით შეშინება სურს, ეს ფუჭად გასროლილი ტყვიაა“
▪„დღეს ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ“
▪„ოპოზიციის სცენარი რომ წარმატებით განხორციელებულიყო და ხელისუფლება შეცვლილიყო, გარანტირებულად გეუბნებით, დღეს საქართველო აუცილებლად ომის მდგომარეობაში იქნებოდა“
▪„ყველაფერი გაკეთდა, რომ კითხვარი სათანადოდ მომზადებულიყო - კულუარულად საუბრობენ, რომ ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე - მოლდოვასა და უკრაინის შემთვევაში. აღარაფერს ვამბობ შინაარსობრივ მხარეზე“
▪„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს, მორალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო მისი განცხადება, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა“
▪პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“


ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022