კრედო ბანკი - უმცროსი რეგიონალური იურისტი თელავში

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი რეგიონალური იურისტის პოზიციაზე,თელავში.


 

თანამდებობა: უმცროსი რეგიონალური  იურისტი თელავში

ექვემდებარება:იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს
ზედამხედველობს: N/A


პოზიციის მიზანი:

  • უმცროსი რეგიონალური იურისტის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის სამართლებრივად დაცვა, რაც გამოიხატება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ საქმიანობის სამართლებრივად სწორად განხორციელებაში და ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში.    



ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:


ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაგება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
  • საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
  • ორგანიზაციის მიმართ პატიოსნებისა და ერთგულების მაღალი დონის წარმოჩენა; 



სპეციფიკური:

  • ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
  • სარჩელების მომზადება და  შეტანა სასამართლოში, მხოლოდ რეგიონალური იურისტის ზედამხედველობით.
  • მესამე პირებთან ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;
  • ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა სანოტარო აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
  • რეგიონალური იურისტისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).                                                                             



ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

  • შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია იურისტად მუშაობის ერთი წლის სტაჟი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);



​დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (უმცროსი იურისტი თელავში).




შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თელავი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 26/07/2019

ბოლო ვადა : 23/08/2019

სამუშაო ID : 2806-DAWZs8q5z

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს