ფინანსური ბიურო - უმცროსი იურისტი

 „ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

 

სამუშაოს აღწერა:

  • დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (სარჩელი, შესაგებელი და ა.შ);
  • საქმისწარმოების განხორციელება სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
  •  ხელმძღვანლის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);

 


კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი იურისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. 

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 02/08/2019

ბოლო ვადა : 30/08/2019

სამუშაო ID : 3713-vt6DaSxpk

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს