- სტაჟირება

უკრაინულ-ქართული კომპანია აცხადებს სტაჟირებას იურისტებისა და მომავალი ადვოკატებისთვის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00სთ/წთ)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლენტებთან ან/და მესამე პირებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის ბაკალავრი ან მაგისტრატურის სტუდენტი
** იურისტად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა)
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს (წერილობითი/ზეპირი)

სტაჟირების დასრულების შემდეგ კანდიდატს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო ბარათი. სტაჟირების კურსის განმავლობაში კანდიდატები მიიღებენ სრულყოფილ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 17/07/2019

ბოლო ვადა : 18/07/2019

სამუშაო ID : 635-BMD4MbCDt

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს