დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა - სპეციალური მასწავლებელი

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 26 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას „სპეციალური მასწავლებლის“ პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ინკლუზიური განათლების პრინციპების ცოდნა;
  • მოზარდის რთული ქცევის სტრატეგიების ცოდნა და მართვის უნარი;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პედაგოგიური შეფასების უნარი;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმების შედგენის უნარი;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge მიმდინარე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

 

სავალდებულოა, რომ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სპეციალური მასწავლებელი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

 

შავნაბადა გისურვებთ წარმატებას!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 12/09/2019

ბოლო ვადა : 27/09/2019

სამუშაო ID : 8685-RQheBt2gH

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს