ფონდი სიცოცხლის ხე - სოციალური პროექტის ასისტენტი

საქართველოს ბანკის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის ხე“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე პროექტისთვის Donate.ge. „სიცოცხლის ხე“ ეძებს მოტივირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდას, რომელიც სრულად ჩართული იქნება სოციალური პროექტის წარმატებით განხორცელებაში.  

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

პროექტის შესახებ:

საქართველოს ბანკის  ფონდის ხის მიერ შეიქმნა პლათფორმა - donate.ge, რომლიდანაც ნებისმიერ მსურველს  მარტივად შეუძლია გადარიცხოს თანხა საქართველოში არსებულ საქველმოქმედო ფონდებში.

პლათფორმას თანხის მარტივად გადარიცხვის შესაძლებლობის გარდა,  უკვე 2  წელია მოხალისე დონორებს შესაძლებლობას აძლევს  განახორციელოს ნივთების უანგარო დონაცია. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გასცეს ნივთები მათთვის, ვისაც ის ძალიან სჭირდება, იქნება ეს  წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, ტექნიკა თუ მცირე ზომის ავეჯი. ნივთების გაცემა donate.ge-ზე განთავსებული მარტივი აპლიკაციის შევსებით არის შესაძლებელი. დარეგისტრირებულ ნივთებს donate.ge-ს ავტომობილი ადგილზე მიაკითხავს. შეგროვებული ნივთები გადაეცემათ თავშესაფრებს და სოციალურად დაუცველ პირებს. პროექტი ამ ეტაპზე ძირითადად  მოიცავს თბილისს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ვებგვერდის მხარდაჭერა;
  • სოციალური კამპანიის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მხარდაჭერა სატელეფონო, წერილობითი ან f2f  კომუნიკაციით;
  • შეგროვებული ნივთების აღრიცხვა, განაწილება და ბენეფიციარებისთვის მიწოდება;
  • პროექტის აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
  • გამართული და შეუფერხებელი სამუშაო პროცესის მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მოხალისეობრივ, სოციალურ, საქველმოქმედო  პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება.


განათლება:  სტუდენტი ან უმაღლესი.
 

ცოდნა და პიროვნული უნარები: 

  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (როგორც წერითი ისევე სასაუბრო);
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
  • პასუხისმგებლობა;
  • ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
  • მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემპათია.

 

თუ გაქვთ სურვილი ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი წვლილი შეიტანოთ მასშტაბურ საქველმოქმედო პროექტში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@tree.ge 2019წლის - 2 აგვისტოს ჩათვლით.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 25/07/2019

ბოლო ვადა : 02/08/2019

სამუშაო ID : 2663-Qya2q5SDZ

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს