გუდვილი - ოპერატორი

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილის“ ქსელი წარმოდგენილია თბილისში, გორსა და ბათუმში. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

„გუდვილის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „გუდვილი“ თანამშრომლებს სარგებლის მთელ სისტემას სთავაზობს: სამედიცინო დაზღვევა, დამატებითი სწავლების დაფინანსება, ანაზღაურებადი დამატებითი შვებულება, ანაზღაურების ბონუსური სისტემა, პრემია.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00 სთ

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროცესების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
  • დარბაზში გადაცემის წინ წარმოების პროდუქციის შემოწმება რაოდენობაზე, ორგანო-ლეპტიკურ მაჩვენებლებზე;
  • პროდუქციის მიღება-გაცემის დოკუმენტაციის შემოწმება-შენახვა;

 

 

ნახევარი განაკვეთიდან გამომდინარე შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;

 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „Operator”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 2019 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

ნახევარ განაკვეთზე

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 12/09/2019

ბოლო ვადა : 14/09/2019

სამუშაო ID : 8729-mJoJVLYos

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს