ფინანსური ბიურო - მთავარი იურისტი

"ფინანსური ბიურო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 400-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათი: 10:00 სთ - 13:00 სთ)

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წარმომადგენლობა სახელმწიფო სტრუქტურებში;
** მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესაბამისად იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება იურისპრუდენციის მიმართულებით;
** იურისტად მუშაობის გამოცდილება საფინანსო სფეროში მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა);
** ადვოკატის ლიცენზია;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი იურისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

მოკლე აღწერა

1500 / ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 07/08/2019

ბოლო ვადა : 01/01/1970

სამუშაო ID : 4165-EcFoALndc

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს