დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა - მითერი/შემხვედრი

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 23 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

 „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას მითერის/შემხვედრის პოზიციაზე.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები / უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა
  • ინტერპერსონალური კომუნიკაციის კარგი უნარი
  • აქტიურობა, სტრესგამძლეობა და მოქნილობა.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სკოლაში შემოსულ პირთან თავაზიანი კომუნიკაცია;
  • სკოლაში შემოსული პირის საჭიროების განსაზღვრა და მისთვის აუცილებელი პროცედურების განმარტება;
  • სკოლაში შემოსული პირის საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • სკოლაში შეხვედრაზე მოწვეულ პირთა ინფორმაციის გადამოწმება, მათი დაკვალიანება და ა.შ.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

 

წერილის სათაურში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება „მითერი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

 

გისურვებთ წარმატებას!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 12/09/2019

ბოლო ვადა : 30/09/2019

სამუშაო ID : 8718-cu9Eg5fys

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს