ჭრელი აბანო - მიმტანი

შპს “ჭრელი აბანო“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
  • აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
  • სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელისათვის დროულად ინფორმაციის მიწოდება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრენინგზე დასწრების ცნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კეთილსინდისიერება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით რომელიმე ზემოთ აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: contact@chreli-abano.ge

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 24/07/2019

ბოლო ვადა : 14/08/2019

სამუშაო ID : 2052-c8m6gJqVV

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს