სასტუმრო სტანცია ყაზბეგი - მიმღები- ადმინისტრატორი ყაზბეგში

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო „სტანცია ყაზბეგი“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები- ადმინისტრატორის პოზიციებზე ყაზბეგში


ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • Booking-ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • სასიამოვნო გარეგნობა.
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, ყურადღების გამოხატვა, სასიამოვნო საუბარი, სწორი გადამისამართება)
  • სხარტი, ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე, შესრულების სისწრაფეზე ორიენტირება, კარგი მეხსიერება
  • ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა, საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი
  • გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენეჯმენტის მიერ გაცემული დავალების ფარგლებში ამოცანების განხორციელება;
  • მომხმარებლების, რეგისტრაციის პროცედურების და ოთახის გამოყოფის პროცედურების განხორციელება;
  • სტუმრებისათვის ოთახების წინასწარი დაჯავშნა, მათი შეხედულებისამებრ და ბაზაში ასახვა კომპიუტერში ჩასვლისას;
  • სტუმრების მიერ შევსებული ყველა ინფორმაციის რეგისტრაცია კომპიუტერში;
  • ჩამომსვლელთა სია ყოველ დილით, ოთახების მზადყოფნის მონიტორინგი;
  • სტუმრების მიერ სასტუმროს დატოვებამდე გასაღების შემოწმება, ჩაბარება და სიაში შეტანა, ცარიელი ოთახის გასაღებების შემოწმება;
  • ოთახების რეზერვაციების მონიტორიმგი და მათი სამომავლო დაჯავშნის ხელშეწყობა;
  • სტუმრებისათვის სასტუმროს და მისი სერვისების შესახებ ინფორმირება (ოთახი, საკვები, ტელევიზია და ა.შ) და ამ სერვისების გაყიდვის მცდელობა;
  • ნაღდი და საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების სისწორის უზრუნველყოფა.
  • ყველა სტუმრის საჩივრებისა და პრობლემების გადაწყვეტა მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად;
  • შემოსავლების მართვა და ბელ-ბოის მომსახურების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური აუდიტი, რეპორტინგი (შემოსავლების მართვა).


პირობები:

  • დარიცხული ანაზღაურება: 1200 ლარიდან
  • სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი
  • კვება, საცხოვრებლი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მოკლე აღწერა

1200 / ყოველთვიური

სრული განაკვეთი

ყაზბეგი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 24/07/2019

ბოლო ვადა : 13/08/2019

სამუშაო ID : 1980-9Ah5K4R7X

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს