vendoo.ge - მარკეტინგის დირექტორი

კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პოზიციის შესახებ:

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც მარკეტინგის გუნდთან, დეველოპერებთან და Product Owner-თან ერთად იმუშავებს საუკეთესო Web Experience-ის შექმნაზე, რომელიც იქნება amazon-ის სისტემის ანალოგიური; ამ ადამიანს მოუწევს არაერთ საინტერესო, მრავალფეროვან და კრეატიულ პროექტზე მუშაობა და ექნება შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ჩაერთოს ინოვაციური ქართული პლატფორმის შექმნაში;

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის პლატფორმისა და სტრატეგიის შემუშავება ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე და თანმიმდევრული კომუნიკაცია;
  • ბრენდის ღირებულებების განსაზღვრა და დანერგვა, როგორც კომპანიის შიდა, ისე გარე აქტივობებში;
  • კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა; 
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი, კონკურენტების ანალიზი;
  • კომპანიის საიტებისა და საკომუნიკაციო ვებ-გვერდების განახლება/მართვა/კონტროლი;
  • ეთიკური მარკეტინგის პრინციპების ცოდნა, გუნდში დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლებთან გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი და ეთიკური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განსაზღვრა და კომპანიის, როგორც კორპორაციულ მოქალაქედ ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგის გუნდში ღია, მეგობრული და თანასწორი გარემოს შექმნა;
  • კომპანიის შიდა კორპორატიულ კომუნიკაციაში აქტიური ჩართულობა;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საერთაშორისო ბრენდზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • რამდენიმე მასშტაბური კამპანიის ლაუნჩინგისა და მენეჯმენტის გამოცდილება;
  • დიდი ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
  • მინიმუმ 5-კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

 

კომპეტენციები:

  • შემოქმედებითი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დასახული ამოცანების დროულად, ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • კორპორატიული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა;  

 

რას გთავაზობთ ჩვენ ?

  • შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

 

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 27 აგვისტო, 2019 წ.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად;
 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge  ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ “მარკეტინგის დირექტორი“

Vendoo.ge — #სურვილისსისწრაფით

კომპანია „Vendoo” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია „Vendoo”-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 14/08/2019

ბოლო ვადა : 27/08/2019

სამუშაო ID : 5035-s1KQm1xEo

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს