სექტორი 3 - ლიდერთა ჰაბი

სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ!

ჩაერთე ლიდერთა ჰაბში, აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და გახდი ლიდერთა ქსელის წევრი.

 

სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის არის სივრცე, რომელიც თავს უყრის გამოცდილებასა და ინოვაციას, სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპერიმენტულ იდეებს, პროფესიონალებსა და ახალ სახეებს. ახდენს ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ინტელექტუალური რესურსის მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიდერთა ჰაბი სექტორი 3-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ლიდერთა ჰაბში მონაწილეობა შეუძლიათ 22 - 40 წლის ასაკის აქტიურ, ენერგიულ და მოტივირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა კონკრეტულ სფეროში და სურვილი, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაიღრმავონ ცოდნა. გააფართოვონ  ნაცნობების წრე და განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები. გახდნენ ცნობადები და წარმატებული ლიდერები.

 

ლიდერთა ჰაბში შესაძლებელია ხუთი სკოლიდან ერთ-ერთში მონაწილეობა:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
  • დემოკრატიის სკოლა
  • ეკონომიკის სკოლა
  • პოლიტიკის სკოლა
  • მედია სკოლა

 

ლიდერთა ჰაბის უნიკალურობა და შესაძლებლობები:

სკოლების კურსდამთავრებულები გახდებიან სექტორი 3-ის ლიდერთა ჰაბის ქსელის წევრები. ქსელი წევრებს მისცემს შესაძლებლობას თავისი სამოქალაქო აქტიურობით შეცვალონ გარემო მათ ირგვლივ, გახადონ ის უფრო თავისუფალი, ღია, პლურალისტური, ასევე იმსჯელონ ერთად საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე და მოძებნონ გადაწყვეტის გზები.

 

ლიდერთა ჰაბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სექტორი 3-ის სხვადასხვა ღონისძიებაში, კონფერენციებში, ტრენინგებში, სტაჟირებისა და გაცვლით პროგრამებში - ქვეყნის შიგნით და გარეთ. მიიღონ მონაწილეობა შიდა საგრანტო კონკურსებსა და სასტიპენდიო პროგრამებში. ჩაერთონ სექტორი 3-ის ექსპერტთა ჰაბის მუშაობაში და მედია ჰაბის მეშვეობით ჰქონდეთ წვდომა მედიის წარმომადგენლებთან.

 

თითოეული თემატური სკოლა მოიცავს:

  • 2 თვეს (25-30 სატრენინგო სესიას, კვირაში სამი დღე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით) ტრენინგები გაიმართება თბილისში და მას გაუძღვებიან სექტორი 3-ის ექსპერტთა ჰაბის წევრები და მოწვეული ექსპერტები;
  • ქალაქგარეთ გასვლით ტრენინგებს;
  • მრგვალ მაგიდებს ჩართულ მხარეებთან.

 

სამუშაო ენა - ქართული.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • უმაღლესი განათლება
  • მოტივაცია და ინტერესი აღნიშნული თემატიკის მიმართ

 

სკოლებში მონაწილეთა შერჩევა:

  • კონკურსის ფარგლებში მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
  • პირველი ეტაპი - მონაწილეთა შერჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით;
  • მეორე ეტაპი - გასაუბრება.

 

შენიშვნა:

სკოლებში დასასწრებ პირთა რაოდენობა შეზღუდულია;

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ შესაბამისი დარგის სპეციალისტებს;

საკონკურსო კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს კონკურსანტისგან დამატებითი საბუთი/ები, საჭიროებისამებრ ხელმეორედ მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე, დაუკავშირდეს რეკომენდატორს, ან მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებისა თუ დასაქმების ადგილიდან;

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ პირებს;

სკოლებში მონაწილეობა უფასოა.

 

 

ტრენინგებში მონაწილეობისთვის აუცილებელია სრულად შეავსოთ სარეგისტრაციო განაცხადი - იხ. ბმული

 

სკოლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 8 სექტემბრამდე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე hr@sector3.ge

 

"სექტორი 3" თანასწორ შესაძლებლობებს იძლევა. აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 03/08/2019

ბოლო ვადა : 31/08/2019

სამუშაო ID : 3905-CVIEyXJA2

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს