Hotel Hub - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

“Hotel Hub” არის სასტუმროების ონლაინ ჯავშნების პლატფორმა. სრულიად ინოვაციური პროექტი ქართული ტურიზმის, კერძოდ კი ჰოსფითალითი ინდუსტრიაში;

“Hotel Hub” მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 100+ სასტუმროს ჯავშნების სისტემაში;

ჩვენი ფილოსოფია მარტივია - ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჩვენ ვთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ჩვენს სტუმრებს.



​“Hotel Hub” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ ღია პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი


სამუშაოს აღწერილობა:

  • საზღვარგარეთ კომპანიის მიმდინარე და პოტენციურ პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია ციფრული და სატელეკომუნიკაციო არხების საშუალებით;
  • პარტნიორებისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის შეთავაზების შესახებ;
  • პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა სხვადასხვა ქვეყანაში და საერთაშორისო გამოფენებში კომპანიის წარმომადგენლობა;
  • მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ფორმატში მოყვანა და შესაბამისი პირისთვის დელეგირება, ვინც უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას;



ვის ვეძებთ ჩვენ:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულები;
  • უპირატესობად ჩაითვლება სატელეფონო, ან ციფრული საშუალებებით განხორციელებული დისტანციური გაყიდვების გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;



პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული;
  • აქტიური და ენერგიული;
  • სხარტი და მოტივირებული;
  • ინდივიდუალური და გუნდური მოთამაშე;
  • კომუნიკაბელური და პოზიტიური;



რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამითა და საკომუნიკაციო ხარჯების უზრუნველყოფით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hotelhub.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 24/07/2019

ბოლო ვადა : 27/07/2019

სამუშაო ID : 1542-a1vK3ZzYx

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს