საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - კონსულტანტი ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს  კონსულტანტის პოზიციაზე  (ინოვაციების პოლიტიკის მიმართულება)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.

 

კონსულტანტის ფუნქციებია:

  • საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის და მისი განვითარების პროცესის ხელშეწყობა;
  • ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების ერთიანი პოლიტიკის და სტრატეგიის განხორციელების პროცესის კოორდინირება;
  •  უცხოური ტექნოლოგიების და ინოვაციების მოძიება, ანალიზი და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.



საკონკურსო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ბრწყინვალედ ცოდნა;



კანდიდატი უნდა ფლობდეს ცოდნას ან/და გამოცდილებას შემდეგი მიმართულებით:

  • ინოვაციური ეკოსისტემის კვლევა/ანალიზი
  • ინოვაციური პროდუქტების დანერგვა/ხელშეწყობა
  • კომერციალიზაციის სტრატეგიული ანალიზი;
  • ღირებულების ჯაჭვის (Value chain) ანალიზი;
  • მოდელირება (სცენარები / გადაწყვეტილების ხეები / სტატისტიკური ანალიზი );



ცოდნა ტექნოლოგიებში:

  • MS Office და MS PowerPoint – advance used ჩაითვლება უპირატესობად
  • Big data ანალიზის მეთოდები
  • ERP გადაწყვეტილებები



შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლების, კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებით (გასაუბრება მოიცავს მათ შორის დავალების შესრულებასაც). 

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: konkursi@moesd.gov.ge  გთხოვთ,  თემის ველში (subject) მიუთითოთ - ინოვაციების პოლიტიკა
 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მოკლე აღწერა

/ ყოველთვიური

სრული განაკვეთი

თბილისი

გამოცდილების დონე : საშუალო

სქესი : (ნებისმიერი)

გამოქვეყნებუილია : 02/08/2019

ბოლო ვადა : 30/08/2019

სამუშაო ID : 3740-50dqeQ6AV

Iam.Ge

შექმენით თქვენი ელ-პროფაილი Iam.ge-ზე და გაუგზავნეთ დამსაქმებელს