აღწერა

ზუმერის ისტორია ერთადერთი ფილიალით 2009 წელს დაიწყო. მაშინ ზუმერს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის მიმართულება ჰქონდა, დიდი იმედები და უფრო დიადი გეგმები. დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალს და ყველაზე მსხვილ B2C პლატფორმას ვაერთიანებთ. ტექნოლოგიური პროგრესის ნათელი მხარეების, ცნობისმოყვარეობის ძალის და სულსწრაფობის გვჯერა. უკვე 14 წელია ტექნიკას ჩავკირკიტებთ, ახალ გაჯეტებთან ვურთიერთობთ და ტექნოლოგიების ყველაზე აუთვისებელ სივრცეებსაც ვიკვლევთ. მისია უცვლელია - გვინდა, ადამიანებს სიახლეებთან ფეხის აწყობასა და ტექნიკის მოშინაურებაში დავეხმაროთ. კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - კურიერი კომპანიის მსუბუქი ავტომობილით. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი მოქნილი, კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; ძირითადი მოვალეობები: ** თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების გაწევა; ** დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთის ადრესატამდე მიტანა და გადაცემა; ** დანიშნულების წერტილამდე ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება; ** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა; ** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა. ** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: ** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული; ** პუნქტუალური; ** დისციპლინირებული; ** ენერგიული; ** კეთილსინდისიერი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე [email protected] და გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "კურიერი კომპანიის ავტომობილით". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. წარმატებას გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლცენტრის ოპერატორი
ზუმერი
თბილისი 850₾ დედლაინი: 1 კვირაში

საწყობის თანამშრომელი
ზუმერი
თბილისი დედლაინი: 1 კვირაში

კონსულტანტი
ზუმერი
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ზუმერი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო