ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი არქიტექტორ/დიზაინერი

აღწერა

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი 8", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი". ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://tsur-group.com/en კომპანია "Tsur group"-ი დეველოპერული პროექტისთვის გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი არქიტექტორ/დიზაინერის პოზიციაზე. სტაჟირების პერიოდი: 1 თვე. ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 600 ლარი, სტაჟირების დასრულების შემდგომ 1500 ლარიდან. სამუშაო გრაფიკი: სრული. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** Fitpass; მოვალეობები: ** არქიტექტურული პროექტების გეგმარების დამუშავება; ** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სართულის ბინების შიდა გეგმარების მომზადება; ** ობიექტების აზომვა; ** ბინების შიდა ტექნიკური ნახაზების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** გრაფიკული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCad, Adobe Photoshop; ** სასურველია არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ცურ გრუპი

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო