ფინანსური ანგარიშგების უმცროსი სპეციალისტი

აღწერა

საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ჯეუ გრუპის სავიზიტო ბარათია. სამუშაო პირობები: ** სახელფასო რეინჯი - 1000-1500 ლარი ** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ ** ადგილმდებარეობა - თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის (IFRS Manual of Accounting) მიხედვით; ** ყოველთვიური, ყოველკვარტლური და წლიური ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მომზადებაში აქტიური ჩართულობა; ** ფინანსურ აუდიტთან თანამშრომლობა; ** წლიური ბიუჯეტირების და კვარტალური პროგნოზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება (ინფორმაციის მოგროვება რელევანტური დეპარტამენტებისგან/განყოფილებებისგან, კონსოლიდაცია და პრეზენტაციის მომზადება და განყოფილების უფროსისათვის გადასახედად მიწოდება); ** საოპერაციო სეგმენტების და დანახარჯების ცენტრების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების და კოეფიციენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საბანკო გარანტიების უზრუნველყოფა; ** ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რისკების (Financial Risk Management - "FRM") და სამუშაო კაპიტალის მართვის (Working Capital Management - "WCM") ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით ** სასურველია, ფინანსების მიმართულებით ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS_ის) საბაზისო დონეზე ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი. ** სასურველია, Microsoft office program-ის სამუშაო დონეზე ცოდნა ** ინგლისური ენის საშუალო მაღალ დონეზე ცოდნა ** ACCA-ს I დონის კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესად. ჩვენ გთავაზობთ: ** საბონუსე ანაზღაურებას KPI-ის მიხედვით ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** კორპორატიულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით ** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს ** სწავლის დაფინანსებას ** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 25 მაისი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
კომპანია
თბილისი 1600₾ დედლაინი: 3 კვირაში

უმცროსი ბუღალტერი
BooksTime
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ფინანსური დირექტორი
გრანდ ელექტრონიქსი
თბილისი 4000₾ დედლაინი: 4 დღეში

აუდიტი
ბერმელი
თბილისი 2500₾ დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ჯეუ გრუპი
დედლაინი
4 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო