რეგიონალური ტრენერი

აღწერა

სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-ზე მეტ ფილიალს, რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრს და კვების საწარმოს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება. ვაცხადებთ ვაკანსიას რეგიონალური ტრენერის (FTM) პოზიციაზე ქ. თბილისში (პოზიცია გულისხმობს აქტიურ მივლინებებს რეგიონის მასშტაბით) ჩვენ გთავაზობთ: ** განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას; ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; ** პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სასწავლო კურსების დაფინანსებას; ** ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას; ** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ (ორშ-პარ) სამუშაო პოზიცია გულისხმობს აქტიურ მივლინებებს რეგიონის მასშტაბით; ** ანაზღაურებას: 2000-2500 ლარი (Net) ** კვარტალურ ბონუსს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-მოდულების შემუშავება; ** ტრენინგების დაორგანიზება და ჩატარება; ** სპეციფიკური სასწავლო მოდულების აწყობა - საკვების მომზადების ძირითადი ტექნიკების, შესაბამისი საჭირო ინვენტარის სწორად გამოყენების და მოვლის კუთხით; ** კვების ხაზის მენიუს და რეცეპტების გაზიარება თანამშრომლებისთვის; ** ტრენინგის ჩატარება საკვების სანიტარული და უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ; ** ფილიალებში პერიოდული ვიზიტი და პროცესების შეფასება: კვების ხაზის პერსონალის მუშაობის, სერვისის, ტექნიკის მოვლის წესების დაცვის და ა.შ. ** კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება პერსონალისთვის და რეკომენდაციების გაცემა ფილიალის მენეჯმენტისთვის ეფექტურობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად; ** სასწავლო პროცედურების ეფექტურობის შეფასება და ცვლილების შეტანა სამომავლო შედეგების გასაუმჯობესებლად; ** პერსონალის ცოდნის შეფასება, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით და რეპორტების წარმოება; ** ახალი ფილიალების გახსნისას აქტიური ჩართულობა და კვების ხაზის პერსონალის სათანადოდ მომზადების უზრუნველყოფა; ** ფილიალებში განსაზღვრული პერიოდულობით პრაქტიკული ტრენინგების/მასტერკლასების ჩატარება; ** ახალი პროდუქტების ჩაშვებასა და წარდგენაში აქტიური ჩართულობა მისი წარმატებით განხორციელების მიზნით. ძირითადი მოთხოვნები: ** აუცილებელია კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** კვების ხაზის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ ცოდნას მიიღებს და შეისწავლის ადგილზე; ** სასურველია ტრენერად მუშაობის გამოცდილება, (თანამშრომელი გაივლის ტრენერთა ტრენინგსაც (TOT)) ** რეგიონის მასშტაბით აქტიურად მოძრაობის მიზნით, სასურველია მსუბუქი ავტომობილის ყოლა (უზრუნველყოფილი იქნება, მანქანის ცვეთის ხარჯი, საწვავი და სხვა საჭიროებები) ** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ორგანიზებულობა, სწავლების უნარი, შეეძლოს ეფექტიანი კომუნიკაცია, იყოს თავაზიანი და კოლეგიალური. პიროვნული მახასიათებლები: ** გამართული მეტყველებისა და აქტიური მოსმენის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი; ** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებული; ** კეთილგანწყობილი და ემპათიური; ** კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული; ** აქტიური და ინიციატივიანი; ** განვითარებაზე ორიენტირებული; რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://helio-ai.com/apply/qx4mweav8lfud696?src=jobs.ge აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგიონალური მენეჯერი
გვირილა რითეილი
ქუთაისი დედლაინი: 1 კვირაში

1C ოპერატორი
იბერია რეფრეშმენტსი
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


დეილი

ანაზღაურება


2,000₾ -2,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო