ოჯახის ექიმი

აღწერა

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი სს "გერმანული ჰოსპიტალი" - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს "გერმანული ჰოსპიტალი" გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი. სს "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე. ანაზღაურება: 1000-1500 ლარამდე. (ხელზე ასაღები) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ძირითადი მოვალეობები: ** თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით; ** დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა; ** სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა; ** სამედიცინო ისტორიის წარმოება; ** დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება; ** დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება. ** დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა. ** გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღვანელთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია) ** ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook) ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა ** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკაში, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში; ** ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა; ** დაზღვევის საფუძვლების ცოდნა (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით); პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი ** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული ** კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** მაღალი ორგანიზაციული კულტურა ** გადაწყვეტილების მიღების უნარი ** კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი ** აქტიური მოსმენის უნარი ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოჯახის ექიმი" პოზიციაზე. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


გერმანული ჰოსპიტალი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო