ინსტალატორი

აღწერა

სატელეკომუნიკაციო სფეროში, ქუთაისში მოქმედი ერთ-ერთი ინოვაციური მიღწევების მქონე სტაბილური და მზარდი ოპერატორი "ჯინეტი" აცხადებს - ინსტალატორის ვაკანსიას. "ჯინეტი" სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომლის აბონენტები კორპორატიული და ფიზიკურ პირები არიან. კომპანია მათ აწვდის ფიქსირებულ ინტერნეტს და ტელევიზიას. "ჯინეტი"-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რისი მეშვეობითაც ფიზიკურ აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 180 მბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი, ხოლო კომპანიებისთვის 1გბ/წმ მდე სიჩქარის ინტერნეტი. ამ მიმართულებით კომპანია გახდა ქვეყნის მოწინავე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი. ინსტალატორის პოზიციაზე ჩვენ გთავაზობთ: ** ქუთაისში სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას. ** სრული სამუშაო განაკვეთს ** ხელზე ასაღებ ანაზღაურებას - 1200 ლარი + ბონუსი (ახალი აბონენტის ინსტალაცია 5 ლარი) ** 3 თვიან ანაზღაურებად გამოსაცდელი ვადის პერიოდს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რადიო, ოპტიკური ინტერნეტისა და IPTV სერვისის ინსტალაცია; ** ინტერნეტ და IPTV პროდუქტების ინსტალაციისას და/ან ტექნიკური პრობლემების აღმოჩენისას პრობლემის მიზეზის ანალიზი და აღმოფხვრა; ** კოორდინატორისგან მიღებული დავალების საფუძველზე, მომხმარებელთან ვიზიტის დროს შეთანხმება და სამუშაო მარშრუტის დაგეგმვა; ** ტექნიკური დავალების მაღალ დონეზე შესრულება და აბონენტთან არსებული ხარვეზის გამოსწორება. თქვენ წარმატებისათვის დაგჭირდებათ: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა; ** დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად, დროულად და პროფესიულად შესრულება; ** კომპანიაში არსებული წესებისა და პროცედურების დაცვა; ** დროებით სარგებლობაში გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვა. ** კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების ცოდნა. ** სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით (სასურველია); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ქართული ენის გამართულად ცოდნა, ** ოპტიკურ სადენებთან მუშაობის გამოცდილება, შედუღება, სადენის გაყვანა (სასურველია); ** B კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა (სასურველია). ** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალების მიმართ ყურადღება; ** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (კომპეტენციის ფარგლებში); ** დროს სწორად მართვის უნარი. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ინსტალატორი - ქუთაისი". დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებებს! თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯინეტის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ინსტალატორი
Georgian AirLink
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

ინსტალატორი
Digital TV
თბილისი 2000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯინეტი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო