აღწერა

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 ან 16:00-23:00 დასვენება: კვირაში 1 დღე ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი; ** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა. ** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება; პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა ** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე. ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 900 ლარს, ხოლო შემდგომ 970 ლარს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)". კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
თურსა
თბილისი 1150₾-1200100₾ დედლაინი: 2 დღეში

კონსულტანტი
თურსა
თბილისი დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


თურსა
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო