სერვისის გუნდის წევრი, მზარეული

აღწერა

"Saramene Onimusha" ეძებს შრომისმოყვარე ინდივიდებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენი მულტიფუნქციური სერვისის გუნდს/სამზარეულოს! თუ გატაცებული ხართ იაპონური სამზარეულოთი და კულტურით, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენთვის. რესტორანი მდებარეობს თავისუფლებაზე, გალაქტიონ ტაბიძის 10 ნომერში. რესტორნის სამუშაო საათებია 13:00-01:00. 1. სერვისის გუნდის წევრი: გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას. საწყისი ხელფასი საათში 5 ლარი, რომელიც გამოცდის ჩაბარების შემდეგ იზრდება 6, 5 ლარამდე. მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია მონდომება. სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. ჩვენი სამუშაო საათები მოქნილია, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ცვლა, რომელიც შეესაბამება თქვენს განრიგს, (მაქსიმუმ 200 საათი თვეში). როგორც ჩვენი გუნდის წევრი, თქვენ ისარგებლებთ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა უფასო კვება, ტაქსის ანაზღაურება და კომპანიაში განვითარების პოტენციალი. 2. მზარეული: სამზარეულო მომზადებას იწყებს დილის 10 საათიდან და მუშაობს 12:30მდე. გრაფიკი თქვენზეა მორგებული - სხვებთან შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტთ როგორი გრაფიკით გსურთ მუშაობა (თვეში მაქსიმუმ 200 საათამდე) ** ხელფასი: პირველი 2 კვირა (სატრენინგო პერიოდი) - 6 ლარი გამოსაცდელი ვადის შემდეგ 7.5 ლარი. ** კვება - უფასო (რესტორნის მენიუდან) ** ტრანსპორტირება - დაფინანსებულია. ** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა. ** გამოცდილება არ არის აუცილებელი, ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს. თუ ხართ მოტივირებული, პასუხისმგებლობით სავსე, სამზარეულოში მუშაობით დაინტერესებული ან იაპონური სამზარეულოთა და კულტურით გატაცებული, ჩვენს გუნდში გელოდებით. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე (Saramene Onimusha), ინსტაგრამზე ramen_onimusha ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 258 318.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სერვისის კონსულტანტი/მოლარე
ელ კამინო
თბილისი 1200₾ დედლაინი: 3 დღეში

სერვისის კონსულტანტი
Wendy`s Georgia
თბილისი 800₾-900₾ დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


სარამენე ონიმუშა

ანაზღაურება


5₾
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო