ავტო სესხების გაყიდვების ოფიცერი

აღწერა

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის (ავტო სესხების გაყიდვების ოფიცერი) პოზიციაზე ქ. გორში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტისათვის ავტო სესხის პირობების გაცნობა; პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
  • კლიენტისათვის განაცხადის ფორმის შევსება;
  • სესხის გაცემის პროგრამაში მუშაობა;
  • ავტომობილის მდგომარეობის საჯარო ვებ-გვერდებზე გადამოწმება;
  • ავტომობილისათვის ფოტოების გადაღება საჭიროებისამებრ;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა;
  • არსებული კლიენტების მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “გაყიდვების ოფიცერი - გორი “.

ადგილმდებარეობა
Location Icon გორი

კომპანია


Swiss Capital
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო