აღწერა
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. ჩვენი კონცეფცია მომსახურების 3 ძირითად კომპონენტს მოიცავს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოებას, შრომის უსაფრთხოებასა და დაცვის სისტემებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ.გურამიშვილის N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ხელფასი: 1500 ლარი
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
** მარაგებისა და შესყიდვების პროცესების წარმართვა;
** სატრანსპორტო, ლოჯისტიკური საკითხების წარმართვა;
** სამეურნეო საკითხების უზრუნველყოფა;
** პირველადი და მკაცრი აღრიცხვის საბუთების მოგროვება და კონტროლი;
** სხვა ზოგად-ადმინისტრაციული საკითხების წარმართვა;
** ბუღალტერიისთვის საჭირო დოკუმენტაციების და რეპორტების წარმოება;
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა-პატრონობა;
** იმპორტისა და განბაჟების კონტროლი;
** საწყობში მარაგების და მათი განთავსების აღრიცხვა და კონტროლი;
** მონაცემების, კატეგორიებისა და რაოდენობების ექსელში ანალიზი და კონტროლი;
** ნიშური და სპეციფიკური პროდუქტების ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის დონეზე გამოკვლევა, გამოძიება, ანალი და შედარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტური განათლება;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Office-ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook-ის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
** ინგლისური ენის ცოდნა იმ სასურველ დონეზე, რომ შეძლოს ზეპირი და წერილობითი კორესპონდენცია, B1-B2 დონე.
ბენეფიტები:
** ფიტპასი;
** დაზღვევა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი". |