აღწერა
"FSG POST" პერსონალური და ონლაინ გამოწერილი ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი, სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, business.facebook.com)
ფუნქცია მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება;
** რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის არხებით მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პრობლემის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება;
** შემოსული ზარების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** ინფორმაციის მიწოდება/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება.
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მეგობრულობა.
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ ცენტრის ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. |