მოლარე-კონსულტანტი

აღწერა

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. "OnePrice" არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ჩვიდმეტი ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოთხოვნები: ** სალაროზე მუშაობის ცოდნა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება; ** მომხმარებელზე ფოკუსირება; ** ინტენსიური მუშაობის სურვილი. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება და განთავსება შესაბამის ადგილას; ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით; ** პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ზემდგომ პირთან, რათა შეუფერხებლად გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია; ** პროდუქციის თაროებზე განთავსება, შევსება, აღწერა და მოწესრიგება, კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა და წარმოდგენილი პროდუქციის კონტროლი; ** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის; ** სალაროსთან და ზოგადად გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება; ** გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. სამუშაო პირობები: ** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა; ** ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება - ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები); ** თავის გამოჩენის შემთხვევაში დაწინაურება + ბონუსები (გაყიდვებიდან და მონდომებული მუშაობიდან გამომდინარე). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


OnePrice

ანაზღაურება


900₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო