აღწერა

სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე "GRAFIKA" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა ** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება ** რესტორნის სათანადოდ მომზადება, დარწმუნდეს, რომ მაგიდები მზადყოფნაშია და დამატებითი ჭურჭელი მზადაა ** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა ** გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით აქტიურად მოახდინოს სასმელებისა და საკვების რეალიზაცია ** გაითვალისწინოს სტუმრის კომენტარები და მიაწოდოს ინფორმაცია მენეჯერს და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება სტუმრის კომენტარის შემთხვევაში ** დარწმუნდეს, რომ შეკვეთები შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია და დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე ** ჰიგიენის სტანდარტების დაცვა ** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა ძირითადი მოთხოვნები: ** სავალდებულოა ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა ** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე პიროვნული თვისებები: ** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა ** პრეზენტაბელური გარეგნობა ** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი პირობები: ** მცოცავი, 9 საათიანი გრაფიკი დილის და საღამოს ცვლებში ** კვირაში 2 დღე დასვენება ** ანაზღაურება 800 ლარი + ბარის ნავაჭრის % + ბონუსები. (თიფი ინდივიდუალური) ** GRAFIKA უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას და ტრანსპორტირებას საღამოს საათებში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


კაფე-ბარი გრაფიკა

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო