დარბაზის ადმინისტრატორი

აღწერა

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 900-1000 ₾ + ბონუსი რას გთავაზობთ დამატებით? ** ყოველ თვე 2 სახის ბონუსს; ** სტაჟის დანამატს; ** კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას; ** Spar Card-ს, რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით ძირითადი მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა; ** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით; ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. უნარები: ** მართვის და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე [email protected] და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი". მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

დარბაზის ადმინისტრატორი
ზღაპარი
თბილისი დედლაინი: 3 დღეში

მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორი
ჯიბე cash & carry
თბილისი 1800₾-2400₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


SPAR Georgia
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო