აღწერა

"Shota@Rustaveli Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით; ** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით; ** მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სიახლეებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება; ** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარისა და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში; ** პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში; ** სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; აუცილებელი მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** გრაფიკი: დილის ცვლა 07:30-16:00, საღამოს ცვლა 16:00-00:00, ** კვირაში 2 დასვენების დღე; ** ფიქსირებული ხელფასი: 900₾ + ბონუსი მაღალ სეზონზე; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


სასტუმრო Shota@Rustaveli
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო