ინვენტარიზაციის სპეციალისტი

აღწერა

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში. შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა (მოიაზრება რეგიონებში მიმოსვლა); სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი (საჭიროებისამებრ შაბათი დღე); ანაზღაურება: 3 თვე - 1300 ლარი, შემდეგ -1500 ლარი; გასაუბრების ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: ** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება; ** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში; ** პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი; ** ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; ** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** ERP სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია (Microsoft NAV, SAP); პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ენერგიული და შრომისმოყვარე; ** პუნქტუალური და ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინვენტარიზაციის სპეციალისტი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


მეღვინეობა ხარება

ანაზღაურება


3₾ -1,300₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო