სოციალური მედიის მენეჯერი

აღწერა

"VitrA x Merlons" არის პრემიუმ კერამიკული ფილების, სააბაზანო სანტექნიკის და სხვა პროდუქციის წამყვანი მომწოდებელი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ინოვაციების, ხარისხისა და დიზაინის სრულყოფილების მიმართ გამოგვარჩევს ინდუსტრიაში. "ვიტრა" გთავაზობთ ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა #142. სამუშაო განაკვეთი: სრული, (09:00 - 18:00 საათამდე) ანაზღაურება: 1700 ₾ NET (+ ყოველთვიური ბონუსი) ჩვენ გეძებთ შენ, თუ ** გაქვს გამოცდილება ციფრული არხების მართვის მიმართულებით; ** იცი ქოფირაითის პრინციპები და ტექნიკები; ** გაქვს Meta/Business Manager/Ads. Manager - მუშაობის გამოცდილება ** ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ფუნქცია-მოვალეობები: ** სოციალური ქსელების მართვა, კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება (Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok); ** ფოტო & ვიდეო კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება; ** ბლოგ პოსტების შექმნა; ** ედვერთაიზინგი; ** კონტენტისთვის საჭირო მასალების ბაზის შექმნა; ** გუნდთან ერთად კრეატიულ ბრეინშთორმინგში მონაწილეობის მიღება; ** დედლაინების განსაზღვრა და მონიტორინგი გრაფიკული დიზაინერებისთვის და კონტენტ კრეატორებისთვია; ** პროექტ მენეჯერთან კომუნიკაცია და მარკეტინგული რესურსის ანალიზი. ჩვენ გთავაზობთ: ** კეთილგანწყობილ, ახალგაზრდულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** თქვენი იდეების მაქსიმალურ რეალიზებას; ** შედეგების გაუმჯობესებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას; ** ყოველთვიურ თიმბილდინგს; ** ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass. Let`s Create Magic Together: Apply Now დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია "სოციალური მედიის მენეჯერი" დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia http://merlons.ge/ https://www.facebook.com/Merlons.ge "VitrA x Merlons"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "VitrA x Merlons"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. კანდიდატთა შერჩევის პროცესს ვახორციელებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

გაყიდვების სპეციალისტი
VitrA x Merlons
თბილისი დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


VitrA
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო