საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

აღწერა

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს. "ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს. თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე. სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 4500-5500 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბრენდის განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება-განხორციელება; ** კომპანიის რეპუტაციის შეფასება, შესაბამისი იმიჯის ფორმირება და მხარდაჭერა; ** CSR სტრატეგიის განსაზღვრა დაგეგმვა-მართვა; ** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა, საჭიროებიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება; ** მედია მონიტორინგი; ** პრესრელიზების მომზადება, პრესკონფერენციების, ინტერვიუებისა და პრეს ბრიფინგების ორგანიზება; ** კრიზისული სიტუაციების PR გეგმის შემუშავება; ** პროექტების (ღონისძიებების) ინიცირება, დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვა, განხორციელება; ** შესრულებული პროექტების რეპორტინგი-ანალიტიკა; ** ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმებზე სასაუბრო ენის განსაზღვრა; ** PR სააგენტოებთან აქტიური პარტნიორობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; ** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი". გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე [email protected] შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


ნიკორა ტრეიდი

ანაზღაურება


4,500₾ -5,500₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო