აღწერა

"Castor & Pollux Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. "Castor & Pollux Hotel" მდებარეობს მთაწმინდის ფერდობზე, 10 წუთის საფეხმავლო დისტანციით ქალაქის მთავარი გამზირიდან, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს დაისვენონ ქალაქის ხმაურისგან თავისუფალ, მაგრამ თბილისის ცენტრალურ და ეკოლოგიურად ყველაზე ჯანსაღ უბანში. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით და აერთიანებს ჯამში 98 ნომერს, ბარს, რესტორანს, მიმღებსა და ტერასას თბილისის პანორამული ხედით. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და გინდა გახდე დიდი მიზნისა და გუნდის ნაწილი, რომელიც რომელიც ახლა იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ქართული სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, ეს ვაკანსია შენთვისაა. მოვალეობები: ** რესტორნის მომზადება სტუმრების მისაღებად (სერვირება, სისუფთავის უზრუნველყოფა) ** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით ** შეკვეთების მიღება და პროგრამაში ასახვა ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა ** სტუმრისთვის სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება ** წინა ცვლისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სამუშაო სივრცისა და დღის განმავლობაში წარმოებული დოკუმენტების მოწესრიგება და შემდეგი ცვლისთვის ინფორმაციის გადაცემა ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება ძირითადი მოთხოვნები: ** ქართულ, ინგლისურ ენებზე გამართულად საუბრისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა ** პასუხისმგებლობა ** გუნდურობა ** ყურადღება დეტალების მიმართ ** წესრიგთან და დისციპლინასთან მეგობრობა ** იუმორის გრძნობა ** კომუნიკაბელურობა ჩვენ გთავაზობთ: ** უნიფორმით უზრუნველყოფა. ** ჯანმრთელობის დაზღვევას გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ** კვებით უზრუნველყოფას. ** თანამშრომლის ფასდაკლებას. ** ღამის ტრანსპორტირებას. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის 45. ** სამუშაო საათები: ცვლებში ** ანაზღაურება: 800 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით: +995 574232323. გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მიღება-განთავსების თანამშრომელი
Castor And Pollux Hotel
თბილისი 900₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


Castor And Pollux Hotel

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო